TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინსტალატორი

ინსტალატორი

ვი ჯი ეს ნეთვორქი Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

" ვი-ჯი-ეს ნეთვორქ " - ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისების კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან კადრს, რომელსაც უნდა სტაბილური სამსახური. ვაკანსია: ინსტალატორი (სამტრედიაში) ძირითადი მოვალეობები: ** აბონენტებთან ვიზიტი კომპანიის დავალებით; ** ოპტიკური ბოჭკოვანი ინტერნეტის მონტაჟი; ** ტელევიზიის სერვისის კონფიგურაცია; ** დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ელემენტარული კომპიუტერული ცოდნა (Windows და ინტერნეტი); ** ტექნიკური განათლება ან მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებთან მუშაობის ცოდნა - პლუსი; ** მართვის მოწმობა (B კატეგორია აუცილებელია), C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად. ** სასურველია ცხოვრობდეთ სამტრედიიდან არაუმეტეს 15 კილომეტრის დაშორებით პირადი თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება; ** ტექნიკური საკითხების სწრაფად ათვისების უნარი. გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 05 42 42 სამუშაო ადგილი: სამტრედია, რესპუბლიკის ქუჩა №74 (ძველი სასწრაფოს შენობა)