TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინერი

archenome Georgia ქართული
Posted Jul 11, 2026 13h ago apply by Aug 11, 2026

Job description

"Archenome" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის [სტაჟირება / დამწყები / გამოცდილი] თანამდებობაზე. "Archenome"-ის გუნდის ზრდასთან ერთად, ჩვენი საინტერესო პროექტების მასშტაბიც იზრდება. საცხოვრებელი სივრცეების გარდა, ჩვენ ვქმნით მრავალფუნქციურ კომერციულ, საზოგადოებრივ და სამედიცინო ობიექტებს [კლინიკები, ლაბორატორიები, ოფისები, კაფეები]. ვეძებთ სხვადასხვა გამოცდილების სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ მრავალფეროვან საპროექტო პროცესებში ჩართვა და გრძელვადიანი კარიერის მოწყობა ძლიერ გუნდთან ერთად. რას გთავაზობთ "Archenome": ** პროფესიული ეკოსისტემა - შემოქმედებითი სამუშაო გარემო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის ღირებული გამოცდილება; ** ინფრასტრუქტურა - მძლავრი სამუშაო ტექნიკა შეუფერხებელი მუშაობისთვის და წვდომა ორგანიზაციულ, სპეციალიზებულ სისტემებზე; ** განვითარება [სტუდენტებისა და დამწყებებისთვის] - მასტერკლასები, ვიზიტები მიმდინარე ობიექტებზე, შეხვედრები შოურუმებთან, წვდომა მასალების უახლეს კატალოგებსა და ნიმუშებზე; ** მაღალკვალიფიციურ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობის გამოცდილება - კლინიკები, ლაბორატორიები, სასწავლო, საგამოცდო და ბიბლიოთეკის სივრცეები, კაფეები, ოფისები და ა.შ; ** მოქნილობა: დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სწავლაზე სრულად მორგებული გრაფიკი. რას ველით თქვენგან: ** გრაფიკული პროგრამების ცოდნას - 3Ds Max; ArchiCad / Revit; [3D ვიზუალიზაციის ხარისხი პრიორიტეტულია]; ** ეფექტურ კომუნიკაციას - იდეებისა და საპროექტო ნამუშევრების ეფექტურად გადმოცემას როგორც ვერბალურად, ისე გრაფიკულად. ** შემოქმედებით ხედვას - რომელიც შეესაბამება ჩვენს სამუშაო ფორმატსა და საპროექტოს მიზნებს. შენიშვნა: გამოცდილი დიზაინერის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება BIM მიმართულებით, სახელმწიფო დადგენილებებითა [41; 732; HACCP] და ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილებით სპეციალისტებს. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათი - პარასკევი] ან/და მოქნილი გრაფიკი სტუდენტებისთვის; სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით]; სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"; ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მოლოდინი. წინადადების წარდგენის პირობები: ** რეზიუმე და პორტფოლიო - მოგვაწოდეთ ელფოსტაზე: [email protected] აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი წინადადება არ განიხილება]. ვიზუალურ მასალებში მიუთითეთ გამოყენებული პროგრამები. ** ვაკანსიის დასახელება - სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ კვალიფიკაციის შესაბამისად ინტერიერის დიზაინერი [სტაჟირება / დამწყები / გამოცდილი]; ** თქვენ შესახებ ინფორმაცია - თქვენი მოლოდინების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესახებ; ** მუშაობის ტემპი - დამოუკიდებლად რა სახის სამუშაოს შესრულებაში ხართ კვალიფიციური და მაგალითების საფუძველზე რა დროს ანდომებთ თითო სივრცეზე მუშაობას; ** ჯგუფური ნამუშევრების გადმოგზავნის შემთხვევაში - მიუთითეთ თქვენი ჩართულობის კონკრეტული წილი. კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან; ** გამოსაცდელი დავალება და ტესტირება. შენიშვნა: მიღების დადასტურებას გამოგიგზავნით 1 კვირის ვადაში. თუ პასუხი დაგვიანდა, ტექნიკური ხარვეზის გამოსარიცხად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად. ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 3-6 თვის ვადით დამუშავებაზე. გისურვებთ წარმატებებს!