TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინტერიერის დიზაინერი & უმცროსი არქიტექტორი

ინტერიერის დიზაინერი & უმცროსი არქიტექტორი

ქომ ჰაივი Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 15, 2026

Job description

არქიტექტურული სტუდია " ქომ ჰაივ " ( https://www.instagram.com/komhive/ ) აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერისა და უმცროსი არქიტექტორის პოზიციებზე. ინტერიერის დიზაინერი - ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება ინტერიერის დიზაინის სფეროში. ** რეალიზებული პროექტები (სავალდებულო): აუცილებელია უკვე განხორციელებული / რეალიზებული პროექტების წარმოდგენა (ფოტო/ვიდეო მასალა). ** პორტფოლიო: წარმოდგენილ პორტფოლიოში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი თითოეულ პროექტში თქვენი კონკრეტული როლი, ჩართულობის ხარისხი და სამუშაო გამოცდილება. პროგრამული უნარები: ** SketchUp-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა; ** მაღალი ხარისხის 3D ვიზუალიზაციის უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** ინტერიერის დიზაინ-პროექტების კონცეფციის შემუშავება; ** პრეზენტაციების მომზადება პროექტის ფაზების განვითარების შესაბამისად; ** მაღალი ხარისხის 3D რენდერების მომზადება; ** პროექტის რეალიზაციის პროცესში ჩართულობა და დეტალების დამუშავება; ** დეტალური მუშა დოკუმენტაციის მომზადების უნარი ჩაითვლება უპირატესობად. უმცროსი არქიტექტორი - ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის მიმართულებით. ** პროექტების მასშტაბი: აუცილებელია საზოგადოებრივი სივრცეების (Public Spaces) დაპროექტების გამოცდილება, რომელთა ფართობიც შეადგენს არანაკლებ 3, 000+ კვ.მ-ს. ** პროგრამული უნარები (სავალდებულო): Autodesk Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: ** არქიტექტორთა გუნდთან ერთად მსხვილმასშტაბიან პროექტებზე მუშაობა; ** Revit-ში არქიტექტურული მოდელების, ნახაზებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება; ** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ტექნიკური დავალებების შესრულება. სამუშაო პირობები: ** განაკვეთი: სრული (9:00-6:00 ან 10:00-7:00) ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფალიაშვილის 90 ** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი CV, პორტფოლიო, სამოტივაციო და ორი სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 15 აგვისტოს ჩათვლით: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება (მაგ.: "Interior Designer" ან "Junior Architect").