ინტერიერის ტექნიკური დიზაინერი/მხაზველი
Job description
"Surgula Studio " ეძებს გამოცდილ ინტერიერის ტექნიკურ დიზაინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს მაღალი კლასის საცხოვრებელ, კომერციულ და hospitality პროექტებზე საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე. თუ გამოირჩევით ტექნიკური სიზუსტით, ყურადღებას აქცევთ დეტალებს და გსურთ საერთაშორისო სტანდარტების პროექტებზე მუშაობა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში. ჩვენ შესახებ "Surgula Studio" მუშაობს საერთაშორისო პროექტებზე და ქმნის სასტუმროების, რესტორნებისა და პრემიუმ საცხოვრებელი სივრცეების არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს. ჩვენი მიზანია საერთაშორისო დონის არქიტექტურული ბრენდის განვითარება, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, კრეატიულობითა და თანამედროვე დიზაინით. მდებარეობა: თბილისი ვებგვერდი: http://www.surgula.com ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ობიექტების აზომვითი სამუშაოების შესრულება ** ინტერიერის დეტალური მუშა ნახაზების მომზადება ** ავეჯისა და ინდივიდუალური დეტალების მუშა ნახაზების მომზადება ** პროექტის ყველა ეტაპისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება ** ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობა ** ნახაზების სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა ** პროექტების დროულად და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულება ვის ვეძებთ: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ** ინტერიერის პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ** AutoCAD-ის სრულყოფილი ცოდნა ** ინტერიერის კონსტრუქციული დეტალებისა და ავეჯის ტექნიკური გადაწყვეტების კარგი ცოდნა ** დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღება და მაღალი სიზუსტე ** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი ** პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა ** სხვა პროფესიული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ჩვენ გთავაზობთ: ** სრულ განაკვეთზე მუშაობას თანამედროვე ოფისში ** საერთაშორისო და მაღალი კლასის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას ** გამოცდილ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მუშაობას ** თანამედროვე და პროფესიულ სამუშაო გარემოს ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად განაცხადის გამოგზავნა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ: ** CV; ** პორტფოლიო (აუცილებელია) ** სურვილის შემთხვევაში, მოკლე სამოტივაციო წერილი. განაცხადი გამოგზავნეთ მისამართზე: [email protected] , არაუგვიანეს 22 აგვისტოსი წერილის სათაურში მიუთითეთ: "ინტერიერის ტექნიკური დიზაინერი"