TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Invited Lecturer

Invited Lecturer

Caucasus University Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1h ago apply by Jul 22, 2026

Job description

"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 70 ქვეყნის 289 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში. კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. "კავკასიის უნივერსიტეტის" საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობების დასაკავებლად საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ქართულენოვან და ინგლისურენოვან ჯგუფებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში; ** ლექტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონე. (საჩვენებელი ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე). პროფესიული მოთხოვნები: ** საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა: ** არქიტექტურა, ოპერაციული სისტემა, ქსელები და ინტერნეტი, ელ. ფოსტა, ელექტრონულ დოკუმენტებთან მუშაობის web სერვისები - Google Drive and Docs, Gmail- ის სერვისები - Sites. Google.com, Blogger.com; ** საინფორმაციო ტექნოლოგიების - საოფისე პროგრამების ცოდნა: ** Microsoft Office 2016 /2019 - MS PowerPoint; MS Word, MS Excel, MS Access, MS Project; ** სტატისტიკური ანალიზის პროგრამა - IBM SPSS Statistics მუშაობის ცოდნა; ** Moodle -ის სისტემაში მუშაობის ცოდნა. დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონე. (ინგლისურენოვანი პროგრამების სწავლების შემთხვევაში) პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობიანი; ** სამართლიანი და დისციპლინირებული; ** კომუნიკაბელური; ** კრეატიული; ** მოტივირებული; ** ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი; ** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი; ** დარწმუნების და მოსმენის უნარი; ** ინდივიდუალური მიდგომის უნარი; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: ** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (დიპლომები); ** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია; ** პროფესიული სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები. (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება III ეტაპი - კონკურსის შეჯამება. საბუთების მიღება: 2026 წლის 15 ივლისიდან - 2026 წლის 22 ივლისის ჩათვლით; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]; Tel.: 2 377777. გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობისა და მიმართულების დასახელება. წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დავუკავშირდებით მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!