Network Manager
Job description
კომპანია "ოპტიმისტი" აცხადებს ვაკანსიას - ქსელის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე პოზიციის მიმოხილვა: გაყიდვების ქსელის მენეჯერი უზრუნველყოფს კომპანიის ფილიალების ეფექტიან მართვას, თანამშრომლების როტაციისა და განაწილების კოორდინაციას, ოპერაციების კონტროლს და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებას. მოვალეობები: ** კომპანიის ფილიალებში სისტემატიური ვიზიტები ** მივლინება რეგიონებში ** გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა ** ფილიალების ვიდეო მონიტორინგი ** დრესკოდის მონიტორინგი ** ყოველკვირეული განრიგის გაწერა თანამშრომლების /ფილიალების მიხედვით ** შვებულებების უქმეების დადასტურება ქსელში/მათი ძალების სწორი გადანაწილება, აქციის დღეებში რესურსის სრული მობილიზება. ** თანამშრომლების როტაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა ** მომხმარებლის ბაზების მართვა ** თანამშრომლებისთვის წამახალისებელი, სამოტივაციო აქტივობების დაგეგმვა ** თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმა ** ფილიალთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა საკითხების ოპერატიული მოგვარება ** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანალიტიკის ჩატარება. ძირითადი მოთხოვნები: ** გუნდის მართვის გამოცდილება ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად პიროვნული მახასიათებლები: ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა ** გუნდის მართვის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა ჩვენ გთავაზობთ: ** მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე ** ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, ოპტიკოსის პროფესიის დაუფლებას ** მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას ანაზღაურება: ** სამთიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, 1-3 თვე ფიქსირებული 2000 ლარი (gross) ** მეოთხე თვიდან ფიქსირებული 2800 ლარი (gross) ** ბონუსი (საქმის სპეციფიკის შესწავლის და სამუშაო პროცესში დამოუკიდებლად და სრულად ჩართვისთანავე) კომპანია "ოპტიმისტის" მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, Subject ველში აუცილებლად მიუთუთოთ ვაკანსიის დასახელება - "ქსელის მენეჯერი". წარმატებას გისურვებთ!