TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინჟინერ-მშენებელი

ინჟინერ-მშენებელი

Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია შპს " ბრიტანია დეველოპმენტი " აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ხელფასი გაიცემა განსაზღვრულ დღეს, დაგვიანების გარეშე. კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის მიერ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD). ძირითადი მოვალეობები: ** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; ** პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; ** არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ანალიზი და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ** პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი; ** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი; ** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]