ინჟინერი
Job description
სამშენებლო კომპანია " სმარტ სოლუშენსი " აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები. სამუშაო ადგილი: საქართველო სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოვალეობები: ** სამშენებლო-საინჟინრო პროცესების უშუალო მართვა და ზედამხედველობა ობიექტზე; ** სამუშაოების შესრულება პროექტის, ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების კონტროლი; ** ყოველდღიური/ყოველკვირეული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (ფარული სამუშაოების აქტები, ჟურნალები და ა.შ.); ** პროექტის მენეჯერთან, სამუშაოთა მწარმოებელთან (პრორაბთან) და ქვეკონტრაქტორებთან აქტიური თანამშრომლობა; ** ობიექტზე საჭირო მასალებისა და რესურსების მოცულობების დათვლა და შესყიდვების გუნდისთვის მოთხოვნის მომზადება. უნარ-ჩვევები: ** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი; ** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; ** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საგზაო ან ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში; ** გზის მშენებლობის ტექნოლოგიების ცოდნა; ** ტექნიკური ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის კარგად წაკითხვის უნარი; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა (საბაზისო); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.