TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ისტ-ვებ დეველოპმენტისა და ფიზიკის მასწავლებელი

ისტ-ვებ დეველოპმენტისა და ფიზიკის მასწავლებელი

american-international-school-progress Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. "პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ. "პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ. ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა! დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/ თანამდებობის დასახელება: ისტ-ვებ-დეველოპმენტისა და ფიზიკის მასწავლებელი (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა) ვაკანტური პოზიცია: ისტ-ვებ დეველოპმენტი - 1 ვაკანტური პოზიცია: ფიზიკის მასწავლებელი - 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39. გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე: არასრული ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებით. საკონკურსო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი დარგის მიმართულებით); ** სასურველია ვებ-დეველოპმენტის საფუძვლების ცოდნა (HTML, CSS, JavaScript); ** სასურველია პროგრამირების ერთ-ერთი ენის ცოდნა; ** ინგლისურენოვან პროგრამაზე მუშაობის შემთხვევაში - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; ** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი. ** უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. ფუნქცია-მოვალეობები: ** თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო შექმნაზე ზრუნვა; ** ისტ-ისა და ვებ-დეველოპმენტის საგნების სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის სტანდარტების შესაბამისად; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება; ** თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენება; ** მოსწავლეებში პროგრამირების, ვებ-ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების უნარების განვითარება; ** მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება; ** სასკოლო პროექტებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა. ** კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად; ** ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში - სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში; ** კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა; ** კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება; ** მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება; ** მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; ** მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება; ** მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა; ** მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა; ** კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება; ** კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება. ** სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა; ** საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება); ** თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა ** ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა- 20 საკონტაქტო საათი; ** სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით; ** მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება; ** მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება; ** თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება; ** მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება. ** მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება; ** მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება; ** სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით; ** მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება; ** სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება; ** ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება; ** მოსწავლეთა შეფასების შედეგების