TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / IT Specialist

IT Specialist

Connect Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 2h ago apply by Aug 24, 2026

Job description

" Connect/ქონექთი " — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 150-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით მუდმივად ავითარებს თავის პროდუქტებსა და მომსახურებას. "Connect/ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ ტექნიკურად გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის IT ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და დროულ ტექნიკურ მხარდაჭერას. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო; ** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული; ** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET) ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, პრინტერების, სკანერების, ინტერნეტკავშირისა და სხვა IT საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და დროული აღმოფხვრა; ** კომპანიის ყველა ლოკაციაზე ლოკალური ქსელის (LAN) და Wi-Fi ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ადმინისტრირება; ** ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა; ** კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, ტექნიკური გაუმართაობის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; ** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები და სხვა) ინსტალაცია, კონფიგურაცია, გამართვა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** ოფისებსა და კომპანიის სხვა ობიექტებზე IT აღჭურვილობის ინსტალაციის, გადაადგილებისა და ჩანაცვლების კოორდინაცია; ** IT აღჭურვილობის, პერიფერიული მოწყობილობების, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა ტექნიკური აქტივების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია; ** სამუშაო სადგურებისა და IT აღჭურვილობის კონფიგურაციის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად; ** ტექნიკური მხარდაჭერის პროცესების, განმეორებადი პრობლემებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური და პროგრამული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან შესაბამისი მიმართულებით; ** IT სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** Windows ოპერაციული სისტემებისა და Microsoft Office-ის კარგი ცოდნა; ** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციის, კონფიგურაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება; ** ქსელური ინფრასტრუქტურის (LAN, Wi-Fi, TCP/IP) საფუძვლების ცოდნა; ** B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა (საწვავის ხარჯს უზრუნველყოფს კომპანია); ** საქართველოს მასშტაბით ობიექტებზე გადაადგილებისა და მოკლევადიანი მივლინებებისთვის მზადყოფნა; პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი ქართული ნავთობკომპანიის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. წარმატებებს გისურვებთ!