იურიდიული კონსულტანტი
Job description
ააიპ "ქეა კავკასია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული კონსულტანტი ს პოზიციაზე. პროექტი: "ღირსება და საარსებო წყარო უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოში" აქტივობა: უკრაინის მოქალაქეების იურიდიული მხადაჭერა სამუშაო აღწერილობა ზოგადი ინფორმაცია პროექტი "ღირსება და საარსებო წყარო უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოში"- ინიციატივა დაფინანსებულია Nachbar in Not/NIN - ის მიერ და ხორციელდება ქეა კავკასიასთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, მათთვის არსებულ სერვისებზე, პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი იურიდიული მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში იურიდიული კომპონენტი ითვალისწინებს, უკრაინელებისთვის სამართლებრივი კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების გაწევას, მათ შორის, ბიზნესის რეგისტრაციასა და სახელშეკრულებო საკითხებზე. ამ მიზნით გვესაჭიროება იურიდიული კონსულტანტი, რომელიც გაუწევს სამართლებრივ მომსახურებას უკრაინელ ხალხს 01.09.2026 - 29.01.2027 პერიოდში. ტექნიკური დავალების მიზანი წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში აღწერილია შესასრულებელი სამუშაოს დეტალები. დავალების ძირითად მიზანს წარმოადგენს ჰუმანიტარული დახმარებისა და ბიზნეს საგრანტო კომპონენტის ეფექტური განხორციელების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს: ** საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას, რაც ითვალისწინებს სამართლებრივ კონსულტაციას ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ბენეფიციარების საჭიროებების შესწავლისას გამოვლენილ თემებზე. ** დახმარების გაწევას ბიზნესის რეგისტრაციაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების შევსება-მომზადება-წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში. მათ შორის, დოკუმენტების ნოტარიულად თარგმა-დამოწმების უზრუნველყოფა. ** უკრაინელი ბენეფიციარების საქმეების წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში. კონსულტაციის დროს იმ საქმეების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იქნება ადვოკატის ჩართულობა, გადამისამართება და საქმის წარმართვა ბენეფიციარებისთვის საქართველოს კანონით დაცული უფლების რეალიზებისთვის. ** ბენეფიციარების მხარდაჭერა საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიშის გახსნის პროცესში. ** უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა სახელმწიფო სერვისების და პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების მიღებაში. ** ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და საქმეების იდენტიფიცირების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოში ან/და ორგანიზაციაში გადამისამართება შემდგომი რეაგირებისთვის. ** სამართლებრივი მიმართულებით, აქტუალურ თემებზე საკონსულტაციო სესიებში, სემინარებისა და შეხვედრებში მონაწილეობა უკრაინის მოქალაქეებისთვის. ** მომსახურების შესრულების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 150-200 სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, რომელიც მოიცავს მინიმუმ 50-80 უნიკალური ბენეფიციარის მომსახურებას. ** ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა. ვადები, ლოგისტიკა და გადახდის პირობები: ტექნიკური დავალების შესრულება უნდა მოხდეს 2026 წლის 1 სექტემბერი - 2027 წლის 29 იანვრის პერიოდში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური წინადადება, შესაბამისი ყოველთვიური ფინანსური ანაზღაურებით, რომელიც მოიცავს ყველა გადასახადს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს. კვალიფიკაცია და წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** ადვოკატის ლიცენზია; ** რუსული ენის ცოდნა, როგორც სასაუბრო ისე წერით დონეზე; ** იურიდიული დოკუმენტების შედგენა ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენაზე; ** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი; ** პროფესიული ბიოგრაფია (CV). ** სასურველია უკრაინელი ან სხვა ლტოლვილებთან მუშაობის გამოცდილება დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა უნდა გამოგზავნონ წარმოსადგენი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: "იურიდიული კონსულტანტი". განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აგვისტო .