TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / იურისტი

იურისტი

Legal Experts of Georgia Georgia Remote ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

"Legal Experts Of Georgia" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო. (ბიზნეს ცენტრი) სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. 10:00-19:00 სთ (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება) შრომის ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 3500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო. ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი; ** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან; ** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია; ** სასამართლო წარმომადგენლობა; ** კომპანიის დირექტორის მიერ მიცემული სხვა, პროფილური დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება); ** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა (ი.გ იურისტად და არა სტაჟიორად მუშაობის გამოცდილება); ** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესობად); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა); ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია). დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.