იურისტი
Job description
ზოომაღაზიათა ქსელი " ზოოსითი " აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; კონკურსის ფორმა: გასაუბრება; ანაზღაურება- 2800 ლარი; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00სთ ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტაციის, შრომითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, შრომის წიგნაკები, განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, კადრების აღრიცხვის პირადი ფურცლები, სხვა სახის ადმინისტრაციული აქტები) წარმოება და პასუხისმგებლობა მათ სისრულეზე; ** ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და სხვა სახის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის აქტების პროექტების, სამართლებრივი ხასიათის მიმოწერების და კორესპონდენციების, კომპანიის შინაგანაწესის პროექტის და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; მომზადებული დოკუმენტაციის უფლებამოსილ პირთან შეთანხმება და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ** ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკის დანერგვა და მონიტორინგი; ** დადგენილი წესით კომპანიის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; ** კომპანიაში დასაქმებული პირებისათვის საკადრო საკითხებზე კონსულტაციების გაწევა კანონმდებლობით დადგენილ უფლებებზე, გარანტიებზე, სამსახურებრივ მოვალეობებზე, შეზღუდვებისა და სხვა საკითხებზე; ** საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი და მათგან გამომდინარე მოთხოვნების იმპლემენტაცია; ** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად; ** კომპანიის თანამშრომელთა აღრიცხვა, საშტატო ერთეულების მიხედვით ცვლილებების განხორციელება; ** ბრძანებების წარმოება; ** ტაბელის მართვა; ** შვებულებების, საავადმყოფო ფურცლის, გაცდენების, დღისა და საათების უნებართვო გაცდენების კონტროლი და აღრიცხვა; ** ზეგანაკვეთურით (შრომის კოდექსის შესაბამისად) მუშაობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება თანამშრომელზე; ** თანამშრომელთა შერჩევის პროცესში ჩართულობა (რეზიუმეების გადარჩევა, დაბარება, ტესტირება); ** ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა (საბაზისო დონე); ** ხელშეკრულებებზე და სხვა იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; უნარები/პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულობა; ** განვითარებისგან სწრაფვა; ** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა; ** გუნდურობა; ** შრომისმოყვარეობა; ** მიზანდასახულობა; ** ორგანიზებულობა; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე [email protected] გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ შპს "აქვა-ტერრას" (ს/ნ: 206118510) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.