TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / იურისტი

იურისტი

რედიქსი Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 15, 2026

Job description

შპს " რედიქსი " აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების სრულყოფილი სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვა, შრომითი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა შრომითი დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და ადმინისტრირება; ** შიდა კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი მართვა, მათ შორის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილებების, კრების ოქმების, დირექტორის ბრძანებების, მინდობილობებისა და სხვა კორპორაციული დოკუმენტების შედგენა; ** კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების რეგისტრაციასთან, ცვლილებების რეგისტრაციასა და კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა; ** პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების მართვა, მათ შორის საკრედიტო, უზრუნველყოფისა და სხვა საფინანსო ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა, მოლაპარაკება და გაფორმება; ** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი, მათ შორის ნასყიდობის, იჯარის, იპოთეკის, სერვიტუტის, მშენებლობისა და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების შედგენა და სამართლებრივი შეფასება; ** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, შეთანხმება და შესრულების პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა; ** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათი მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ნოტარიუსებთან, ბანკებთან და სხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებთან; ** კომპანიის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის; ** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური და სამართლებრივი აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი. დასაქმების პირობები: პირველი 6 თვე წარმოადგენს გამოსაცდელ ვადას, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 2000 ლარს . გთხოვთ, წინამდებარე ვაკანსიას გამოეხმაუროთ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ჩათვლით . თქვენი CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] . წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.