იურისტი
Job description
კომპანია "IBC" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. 10:00-19:00 სთ ორშაბათი-პარასკევი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად) ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო. გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 2500 ლარი + ულიმიტო სასაუბრო + ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ** სასამართლო წარმომადგენლობა; ** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან; ** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია; ** ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება; ** სხვადასხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა); ** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია); ** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.