იურისტი
Job description
თვალის კლინიკა " ახალი მზერა" აცხადებს იურისტის ვაკანსიას. სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: ** კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების (სამოქალაქო, კომერციული, მომსახურების, შესყიდვის, იჯარის და სხვა) მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და რედაქტირება; ** კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და განახლება; ** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის; ** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სახელმწიფო უწყებებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა ორგანიზაციებთან; ** სამართლებრივი რისკების შეფასება და მათი პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ** სასამართლო და ადმინისტრაციული დავების სამართლებრივი მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში); ** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან. განათლება და გამოცდილება: ** სავალდებულოა ბაკალავრის ხარისხი სამართლის მიმართულებით; ** სავალდებულოა არანაკლებ 1 წლიანი პროფესიული კუთხით მუშაობის გამოცდილება; დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე [email protected] 2026 წლის 1 აგვისტომდე. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.