იურისტი
Job description
" Wei Yap Architects " არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს. "Wei Yap Architects"-ში ვეძებთ იურისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენის მიზნით, სხვადასხვა სახის დოკუმენტების მომზადება; ** არქიტექტურულ პროექტებზე ნებართვის აღების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია და ნებართვების მიღების ვადების კონტროლი; ** დოკუმენტების დახარისხება და შენახვა; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია არქიტექტურულ პროექტებზე ნებართვების მიღების პროცესში მერიასთან ურთიერთობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.