TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / იურისტი

იურისტი

palati Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

შპს " პალატი " 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია. კომპანია "პალატი" ეძებს გუნდის ახალ წევრს იურისტის პოზიციაზე! სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი , გ. მაზნიაშვილის № 4 სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site) ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ** მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას; ** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს; ** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს (თანამშრომლის სიმბოლური თანამონაწილეობით); ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ** ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა, ვიზირება და გაფორმება; ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ** საპროცესო დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, განცხადება და სხვა) მომზადება და საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟსა და სააღსრულებო წარმოებაში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს სამოქალაქო, შრომითი და სამეწარმეო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** ხელშეკრულებების მომზადებისა და სამართლებრივი ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ფლობა აუცილებელია. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კეთილსინდისიერება და სანდოობაა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, შედეგზე ორიენტირებულობა. ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი; ** პრობლემების გადაჭრისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "იურისტი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/ შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით. შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!