TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / იურისტი

იურისტი

award Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Aug 17, 2026

Job description

კომპანია " Award " არის წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2011 წელს და თავისი რევოლუციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებაში და წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. AWARD ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფაზე. კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; ** სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება; ** ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა, ანალიზი და სამართლებრივი ექსპერტიზა; ** სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული რეკომენდაციების მომზადება; ** კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; ** სასამართლო პრაქტიკისა და საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათი კომპანიის საქმიანობაში დანერგვა; ** კომპანიის შიდა სამართლებრივი პროცესების გაუმჯობესება და იურიდიული კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა დეპარტამენტისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** ადვოკატის ლიცენზია საერთო/სამოქალაქო სპეციალიზაციით ** იურისტად მუშაობის გამოცდილება; ** საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომითი და საპროცესო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა; ** იურიდიული დოკუმენტების დამოუკიდებლად შედგენისა და ანალიზის მაღალი უნარი; ** კომპლექსური სამართლებრივი საკითხების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** აუცილებელია სასამართლო დავების მიმართულებით მუშაობისა და სასამართლოში წარმომადგენლობის პრაქტიკული გამოცდილება; ** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა. ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "Award"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება 2 წლის ვადით.