იურისტის თანაშემწე
Job description
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ ნოვა ” ( www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „იურისტის თანაშემწის“ პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სხვადასხვა ხელშეკრულების, ბრძანების, წერილების და ა.შ. სამართლებრივი დოკუმენტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; იურისტის დახმარება სხვადასხვა საკითხებში (სასარჩელო განცხადებების, შესაგებლების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების ან სხვა უფლებების მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კუთხით); კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის; კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენელის ფუნქციის შესრულება ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში მონაწილეობა (კომპეტენციის ფარგლებში); უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სამოქალაქო სამართლის მიმართულებით); აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება; ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე); ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია). ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/iO4N1jse