TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ივენთ ორგანიზატორი

ივენთ ორგანიზატორი

საძველე თბილისი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

საძველე - მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი აცხადებს ივენთ ორგანიზატორის ვაკანსიას. ვეძებთ ივენთ ორგანიზატორს ჩვენს გუნდში თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ღონისძიებების დაგეგმვა და მათი წარმატებით განხორციელება, ეს შესაძლებლობა შენთვისაა. ჩვენ ვართ მრავალფუნქციური ღვინის სივრცე, რომელიც აერთიანებს ღვინის ბარს, ღონისძიებების დარბაზს და სხვადასხვა ტიპის გამოცდილებას სტუმრებისთვის. ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ივენთ ორგანიზატორს, რომელიც ჩვენს სივრცეში კერძო და კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და მართვაზე იზრუნებს. ძირითადი მოვალეობები: ღონისძიებების დაგეგმვა და სრული კოორდინაცია; მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია; ივენთების გაყიდვა და დაჯავშნების მართვა; შეთავაზებებისა და ბიუჯეტების მომზადება; ღონისძიების მიმდინარეობის კონტროლი და სხვადასხვა გუნდის კოორდინაცია; ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები; ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; MS Office-ის საბაზისო ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი შედეგების მიხედვით); მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995571707050 თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი!