TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ივენთების მენეჯერი

ივენთების მენეჯერი

კიკეთის ფერმა თბილისის შემოგარენი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას ივენთების მენეჯერის პოზიციაზე ჩვენს შესახებ: კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის. სამუშაო პირობები: მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28 გრაფიკი: კვირაში 5 დღე | სამუშაო განაკვეთი: სრული. ანაზღაურება: 2000 ლარი. ძირითადი მოვალეობები: ივენთებისა და აქტივობების კოორდინაცია და მხარდაჭერა; განსაზღვრული სამუშაო გეგმის შესრულება (KPI); დეტალური გეგმების შედგენა - ლოკაცია, დეკორაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, ლოჯისტიკა და სხვა. თვალ-ყური ადევნოს ყველა ღონისძიების წარმატებულად და უპრობლემოდ ჩატარებას; ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, უზრუნველყოს დარეგისტრირებული დელეგატების წინასწარი გაფრთხილება და საჭიროებისამებრ საზღაურის კომპენსირება; კოორდინაცია სხვადასხვა აღმასრულებელ ორგანოებთან, ვინც იქნება ჩართული პროცესში; ჩარიცხვების მონიტორინგი- რეპორტინგი, გაწერილი ფაილების სტუმრებთან გაზიარება და უკუკავშირის ხელმძღვანელებთან გაზიარება. შიდა პერსონალის ლოჯისტიკური დაგეგმარება და ყველა შესაბამისი რგოლის ინფორმირება; დავალებების განაწილება შესაბამის დეპარტამენტებში: უსაფრთხოება, ტექნიკური და ფინანსური სამსახური; ღია სივრცეში გამართული ღონისძიებების სპეციფიკის სწორად გათვალისწინება (კლიმატი, ინფრასტრუქტურა, სტუმართა ნაკადი და სხვა). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარები აუცილებელია ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ბენეფიტები: კვების უზრუნველყოფა გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2IBziNCe გისურვებთ წარმატებას!