Jira Adminisstrator
Job description
HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ. ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან; ** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე; ** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის; ** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში; ** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება. სამუშაო პირობები: ** პოზიციის დასახელება: Jira Adminisstrator ** სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ. ** ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი. ძირითადი ფუნქციები: ** პლატფორმის ადმინისტრირება: Jira Cloud-ის გარემოს სრული მართვა, კონფიგურაცია და ოპტიმიზაცია; ** მომხმარებელთა და ლიცენზიების მართვა: მომხმარებლებისა და ლიცენზიების ადმინისტრირება Atlassian-ის პორტალის მეშვეობით, ლიცენზიების ეფექტური გადანაწილებით; ** უსაფრთხოება და ავთენტიფიკაცია: უსაფრთხოების პოლიტიკების მართვა Atlassian Access-ისა და Entra ID/Azure AD-ის ინტეგრაციის გამოყენებით; ** პროექტების კონფიგურაცია: Team-managed და Company-managed პროექტების შექმნა და მართვა; ** ავტომატიზაცია: კომპლექსური, პროექტთაშორისი ავტომატიზაციის წესების შექმნა Jira-ს Native Automation-ის გამოყენებით; ** სისტემის მართვა (Governance): სისტემის სისუფთავის შენარჩუნება (გლობალური პარამეტრების, Issue types-ისა და Custom fields-ების მონიტორინგი); ** Confluence-ის ადმინისტრირება: სივრცეების (Spaces), წვდომების, შაბლონებისა და Jira-თან ინტეგრაციის მართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მომიჯნავე სფეროში. ** Atlassian-ის სერტიფიკატების ფლობა (მაგ. Atlassian Certified Associate ან Professional) ჩაითვლება უპირატესობად. ** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი). სამუშაო გამოცდილება: ** Atlassian-ის მართვა: მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება Jira-ს და Confluence-ის ადმინისტრირების მიმართულებით. ** ITSM გამოცდილება: გამოცდილება Jira Service Management-თან და ITIL პროცესებთან (Incident, Change, Problem management). ** პროექტების მართვა: გამოცდილება Agile (Scrum, Kanban) მეთოდოლოგიებთან მუშაობაში. ** ავტომატიზაცია: გამოცდილება სამუშაო პროცესების (Workflows) და ავტომატიზაციის წესების (Automation rules) შექმნაში. ** ინტეგრაციები: გამოცდილება Jira-ს სხვადასხვა SaaS ინსტრუმენტებთან (მაგ. Slack, GitHub, MS Teams) ინტეგრირების პროცესში. ტექნიკური მოთხოვნები: ** Jira Cloud-ის ადმინისტრირების გამოცდილება. ** JQL-ის (Jira Query Language) სიღრმისეული ცოდნა რთული ფილტრების, რეპორტინგისა და Dashboard-ების შესაქმნელად. ** Advanced Roadmaps-თან მუშაობის გამოცდილება პროექტების დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის. ** Atlassian Assets-ის (ყოფილი Insight) ცოდნა CMDB-ისა და აქტივების მართვისთვის JSM-ში. ** REST API-სა და Webhooks-ის ცოდნა Cloud ინსტანსის სხვა სისტემებთან (Slack, GitHub და ა.შ.) დასაკავშირებლად. ** Atlassian Access-ისა და იდენტიფიკაციის სისტემებთან (IdP) მუშაობის გამოცდილება. უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება: რთული ბიზნეს-პროცესების გაანალიზებისა და მათი Jira-ს სამუშაო პროცესებში (Workflows) ეფექტური ასახვის უნარი. ** დეტალებზე ორიენტირებულობა: სისტემის სისუფთავის შენარჩუნება (Governance) და კონფიგურაციების სიზუსტის კონტროლი. ** პრობლემის გადაჭრის უნარი (Troubleshooting): სისტემური ხარვეზების ან მომხმარებლის მოთხოვნების სწრაფი და ლოგიკური გადაჭრა. ** კომუნიკაციის უნარი: ტექნიკური გადაწყვეტილებების მარტივ ენაზე ახსნა არატექნიკური გუნდებისთვის და მათი მოთხოვნების ზუსტი იდენტიფიცირება. ** ორგანიზებულობა და პრიორიტეტების მართვა: რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობისა და დავალებების პრიორიტეტულობის განსაზღვრის უნარი. ** უწყვეტი განვითარება: Atlassian-ის მუდმივად განახლებადი ფუნქციებისა და ტრენდების ათვისების სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: [email protected] განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 აგვისტო 2026 . სათაურის ველში მიუთითეთ: Jira Administrator დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.