კარ-ფანჯრის სისტემების პროექტირების ინჟინერი
Job description
შპს „გარანტი ჯგუფი“ garantigroup.ge ქართული კომპანიაა , რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. „გარანტი ჯგუფი“ მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე. კომპანია „გარანტი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კარ-ფანჯრის სისტემების პროექტირების ინჟინერის პოზიციაზე საპროექტო განყოფილებაში. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა, ისაკიანის ქუჩა N1 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად . ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საინჟინრო პროექტებიდან კონსტრუქციული ნახაზების სპეცილაურ დახაზვა პროგრამაში LOGICAL (ORGADATA) არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი, დამუშავება საჭიროებისამებრ კვანძების, სისტემების ტექნიკური გადაწყვეტა და დაპროექტება (კარ-ფანჯრები, საფასადე სისტემები) პროექტის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირება; პროექტის კალკულაცია, ხარჯთაღრიცხვის მომზადება; საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოებისთვის ნახაზების მომზადება; პროექტის ხარჯთაღრიცხვის განფასების მომზადება პროექტისთვის აუცილებელი მასალების ჩამონათვალის მომზადება; კონსტრუქციული ნახაზის პროგრამული დამუშავება; მიღებული დავალებების მართვა CRM სისტემაში; აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, არქიტექტურის / საინჟინრო ან მონათესავე სფეროში სასურველია შესაბამისი გამოცდილება; საოფისე პროგრამის Excel -ის კარგი ცოდნა; აუცილებელია პროგრამების AutoCAD ან /და ArchiCAD ცოდნა და მუშაობის გამოცდილება პროგრამა LOGICAL-ის (ORGADATA) შესწავლა მოხდება ადგილზე ლოგიკური აზროვნება; ორგანიზებული, დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; გუნდური მუშაობის უნარი. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ინჟინერი“ კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!