ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/რეპეტიტორი
Job description
"აკადემია ატლასი " აცხადებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის/რეპეტიტორის ვაკანსიას. აკადემიის ადგილმდებარეობა: წერეთლის მეტროდან 1 წუთში, ფოთის ქუჩაზე. გრაფიკი: მოქნილი. ანაზღაურება: დამოკიდებული მოსწავლეების და ჯგუფების რაოდენობაზე. ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** საფუძვლიანი საგნობრივი ცოდნა და სწავლების მტკიცე უნარები. ** საგნის შესაბამისი მიმართულებით - უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ** პედაგოგიური გამოცდილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადება. ** აკადემიის მიერ ჩატარებულ, შიდა, პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ, უფასო ტრენინგებში მონაწილეობა. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ** რეზიუმე. ** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან დასრულების ცნობა) ასლი. დამამთავრებელ კურსზე ყოფნის შემთხვევაში: 1. აქტიური სტუდენტური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, 2. სრული ნიშნების ფურცელი განვლილი საგნებისთვის (მიმდინარე GPA-ის მითითებით). თქვენი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ აღნიშნულ ელფოსტაზე: [email protected] ხოლო წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და შესაბამისი საგანი. შერჩევის ეტაპები: ** დოკუმენტაციის გადარჩევა. ** გასაუბრება. ** საგნობრივ ცოდნაში ტესტირება (ადგილზე, აკადემიაში).