TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტი / ელექტროობა

კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტი / ელექტროობა

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 25, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში. კომპანია “გორგია” საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. “გორგია” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ “არ” ან “ვერ”, შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. “გორგია” წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სასაქონლო ჯგუფში არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა და განახლება, ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა და დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა; სასაქონლო ჯგუფის თვითღირებულების დამოკიდებულობის განსაზღვრა, ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი; შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება; კონკურენტების ანალიზი და პერიოდული ვიზიტები; გაყიდვების ანალიტიკა და ნაშთების მონიტორინგი; სააქციო პოზიციების დაგეგმვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით; შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; Microsoft Office 365, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; მოლაპარაკების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას!