TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი / საყოფაცხოვრებო

კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი / საყოფაცხოვრებო

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 26, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე საყოფაცხოვრებო კატეგორიის მიმართულებით , თბილისში. მე, თამარ შუბითიძე, საყოფაცხოვრებო, ტექსტილის და იკეას კატეგორიის კოორდინატორი, ვაცხადებ ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში, კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ შეგასწავლით: შესყიდვებისთვის აუცილებელ ყველა ძირითად ტაქტიკას; 1C პროგრამაში შესაბამის მოდულში მუშაობას; შესყიდვების პროცესის აუცილებელ ასპექტებს და საჭირო უნარ-ჩვევებს. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საწყობებში და მარკეტებში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი; მინიმალური მაქსიმალური ნაშთების პერიოდული განახლება და პროგრამულად გაწერა; პროდუქციის დეფიციტური და ჭარბი ნაშთების განსაზღვრა და შესყიდვების მენეჯერთან ანგარიშის დაფიქსირება; მომწოდებელთან შეკვეთის, მოწოდების, კომპანიის საწყობში ან მომხმარებელთან მიწოდების, პროდუქციის უკან დაბრუნების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროგრამულად გაწერის განხორციელების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი სტანდარტის დაცვის შესაბამისად; შეკვეთების პროგრამული დარეგისტრირება; პროდუქციის შემოსვლების გრაფიკის წარმოება და გაყიდვების გუნდის ინფორმირება; საწყობებისთვის შემოსასვლელი შეკვეთების გადანაწილების მომზადება და გადაგზავნა; ნაშთების მონიტორინგი და გადაადგილებების მიწოდება სხვადასხვა რეგიონის ოპერატორებისთვის; უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; საოფისე პროგრამები, მათ შორის მნიშვნელოვანია ექსელის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობა; ორგანიზებულობა; მოლაპარაკების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.