TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხაჭაპურის მცხობელი

ხაჭაპურის მცხობელი

sairme-bakery Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიებს: ხაჭაპურის მცხობელი თანამდებობის მიზანი: ხარისხის სტანდარტების, ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვით სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადება და გამოცხობა, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: ** ხაჭაპურის ცომისა და შიგთავსის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურის შესაბამისად; ** ხაჭაპურის ფორმირება, მომზადება და გამოცხობა; ** ღუმელის სწორი ექსპლუატაცია და გამოცხობის პროცესის მუდმივი კონტროლი; ** პროდუქციის ხარისხის, გემოსა და ვიზუალური იერსახის კონტროლი; ** სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ** სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების (HACCP-ის მოთხოვნების, საჭიროების შემთხვევაში) დაცვა; ** ნედლეულის რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმიზაცია; ** მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და წარმოების გეგმის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია საცხობში ან კვების ობიექტზე მუშაობის გამოცდილება; ** ხაჭაპურისა და სხვა ცომეულის გამოცხობის ტექნოლოგიის ცოდნა; ** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ძირითადი წესების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზადყოფნა. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ** ხარისხზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობა: ხაჭაპურის მცხობელი პასუხისმგებელია: ** დამზადებული პროდუქციის ხარისხსა და სტანდარტებთან შესაბამისობაზე; ** ნედლეულის სწორ და ეკონომიურ გამოყენებაზე; ** სამუშაო ადგილის სისუფთავესა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაზე; ** შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვაზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ: ხაჭაპურის მცხობელი ან დარეკოთ 598006354 კომპანიის ბენეფიტები: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ** სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში. ** კვება უფასო ** ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ ** დაზღვევა