TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხანძარქრობა და წყალმომარაგება/კანალიზაციის მხაზველი

ხანძარქრობა და წყალმომარაგება/კანალიზაციის მხაზველი

baumer Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: ** საინჟინრო სისტემების პროექტირება. ** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. ** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობის და წყალმომარაგება/კანალიზაციის (Fire Fighting / Plumbing) მხაზველის (drafter) პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: პროექტირება: ** Plumbing და Fire Fighting სისტემების ნახაზების მომზადება ** მილსადენების, მოწყობილობების და სისტემების დეტალიზაცია ჰიდრავლიკური გათვლები: ** pipe sizing ** flow calculation ** pump head calculation ** drainage სისტემების გამტარუნარიანობის განსაზღვრა ** დოკუმენტაცია: BOQ, სპეციფიკაციები და As-built ნახაზები, ** კოორდინაცია: სხვა სისტემებთან clash detection და კოორდინაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური განათლება ** 2 წლიდან - გამოცდილება ** AutoCAD (Revit უპირატესობა) ** ჰიდრავლიკური გათვლების ცოდნა ** სტანდარტების ცოდნა (NFPA, IPC და სხვ.) სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: ბათუმი ; სხვა ქალაქიდან დასაქმების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს მივლინების პირობებს, მათ შორის საცხოვრებელსა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებას. ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00-19:00) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.