TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი

Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Aug 17, 2026

Job description

" საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ " აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავების, დანერგვის, განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების ხელშეწყობა; ** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა; ** სწავლა-სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა; ** საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განვითარების, მოდიფიცირებისა და პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა; ** საგანმანათლებლო პროგრამების ყოველწლიური შეფასების პროცესის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერა; ** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგი; ** სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გამოკითხვების დაგეგმვა და ორგანიზება; ** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ** ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაცვლა; ** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი მოთხოვნების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ცოდნა; ** საგანმანათლებლო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური გადამოწმების უნარი; ** რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; ** საოფისე პროგრამების - Microsoft Word, Excel, PowerPoint კარგი ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი; ** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უნარი; ** პუნქტუალურობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე; ** ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი"წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი რეზიუმეს განხილვა. გისურვებთ წარმატებას!