TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარჯთაღმრიცხველი

ხარჯთაღმრიცხველი

არქი Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 16, 2026

Job description

ჩვენ ვართ " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქიში" ვეძებთ ხარჯთაღმრიცხველს და მისი ფუნქციები იქნება: ** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით; ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება; ** შედარება კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან; ** პროექტის განხორციელების საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ღირებულების დადგენა და აღრიცხვა; ** ხარჯების აღრიცხვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მოცულობათა უწყისი, ერთეულის ფასწარმოქმნის დოკუმენტები და სხვ.) მომზადება; ** ფორმა N2 - ების კონტროლი და დადასტურება; ** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯების აღრიცხვასთან შედარება; ** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა; ** ხარჯების აღრიცხვისა და შესრულებების ასახვა შესაბამის პროგრამაში; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია - უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; ** აუცილებელია ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.