ხარჯთაღმრიცხველი
Job description
კომპანია " რებილდი " წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: თბილისი, კოტე მახარაძის N4. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება ** საპროექტო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება ** პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა. ** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება და შესაბამის ფორმაში მოყვანა; ** პროექტიდან მოცულობათა უწყისის (BOQ) ამოღება, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის. ** ფასთა ოპტიმიზაციის მიზნით პროექტის სპეციფიკაციების დამუშავება მთავარ ინჟინერთან. ** ტექნიკური დავალების დადგენის მიზნით, კომუნიკაცია დამკვეთებთან, პროექტ მენეჯერთან და ინჟინრებთან. ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT); ** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო-საინჟინრო კუთხით); ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა უნარ-ჩვევები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.