ხიდების ინჟინერ-მშენებელი
Job description
სამშენებლო კომპანია შპს " CONSTRUCTION SERVICE " აცხადებს ვაკანსიას ხიდების ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი / რეგიონები რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: მაღალი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე); ** თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები; ** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა; ** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით, ხიდებისა და გვირაბების სპეციალიზაციით - აუცილებელია; ** მინიმუმ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ხიდების მშენებლობაში - აუცილებელია; ** ხიდის კონსტრუქციების, მასალებისა და სამშენებლო ნორმების საფუძვლიანი ცოდნა; ** პროფესიულ დონეზე ინგლისური ენის ფლობა (დოკუმენტაციასთან, კომუნიკაციასა და საერთაშორისო გუნდთან სამუშაოდ) - აუცილებელია; ** საინჟინრო პროგრამების ცოდნა; ** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** ხიდების სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა; ** სამშენებლო პროცესების კონტროლი ტექნიკური პროექტისა და სტანდარტების შესაბამისად; ** ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სამუშაო ანგარიშების მომზადება; ** სამშენებლო გუნდის, კონტრაქტორებისა და პარტნიორების კოორდინაცია; ** უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა პროექტზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით! გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: [email protected] მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით. დაგვიკავშირდით: 577 078 883 გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ. გისურვებთ წარმატებას!