TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქიმიკოსი

ქიმიკოსი

ქართველი Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია " ქართველი " აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ქიმიის ან ღვინის/ალკოჰოლის ტექნოლოგიის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია ღვინის/ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ფუნქცია-მოვალეობები: ** ღვინისა და ღვინომასალის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების ჩატარება; ** ყოველდღიური ანალიზების შედეგების შესაბამის ფორმებში ასახვა; ** ანალიზებისთვის საჭირო ქიმიური რეაქტივების მომზადება; ** ღვინის/ბრენდის საამქროში არსებული ღვინომასალების კონტროლი; ** ჩამოსასხმელი ღვინის მდგრადობის კონტროლი; ** ღვინის ჩამოსხმის ლაბორატორიული კონტროლი; ** საცობის, ყურძნის წვენის კონცენტრატის, გლიკოლისა და სხვა დამხმარე მასალების კონტროლი; ** დღის განმავლობაში გამოყენებული ქიმიური ჭურჭლის გარეცხვა სანიტარიული ნორმების შესაბამისად; ** დანერგილი ჰიგიენურ-სანიტარიული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00; ** მისამართი: სოფელი მარტყოფი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (მიკროავტობუსით), მეტროსადგურ სამგორის ზედა ამოსასვლელიდან ქარხნის ტერიტორიამდე და პირიქით. ლოკაციის სანახავად გადადით ბმულებზე: ** https://maps.app.goo.gl/61h6PWC9RGAwabjg7 ** https://lnkd.in/dAYEFpg8 დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 03.09.2026 . გისურვებთ წარმატებას!