TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტი

ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტი

ელექტრონ დე ბათუმი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

კომპანია ელექტრონ დე აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტის პოზიციაზე. თუ გაქვთ ქიმიის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება სატრანსფორმატორო ზეთების ლაბორატორიულ კვლევებში, გიწვევთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. ძირითადი მოვალეობები სატრანსფორმატორო ზეთების ფიზიკურ-ქიმიური და დიაგნოსტიკური ანალიზების ჩატარება; ზეთის ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრა მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; გახსნილი აირების ანალიზის (Dissolved Gas Analysis – DGA) ჩატარება და შედეგების შეფასება; ლაბორატორიული მოწყობილობების ექსპლუატაცია, კალიბრაცია და ტექნიკური გამართულობის კონტროლი; ანალიზების შედეგების დოკუმენტირება, ანგარიშების მომზადება და მონაცემთა არქივირება; ლაბორატორიული უსაფრთხოების ნორმებისა და ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ქიმიის, ანალიტიკური ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის ან მონათესავე მიმართულებით; სატრანსფორმატორო ზეთების ლაბორატორიული ანალიზის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; გამოცდილება გახსნილი აირების შემცველობის (DGA) ტესტირებასა და შედეგების ინტერპრეტაციაში; თანამედროვე ლაბორატორიულ ანალიტიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო სტანდარტების (IEC, ASTM, ISO და სხვა შესაბამისი ნორმების) ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე, სრულად აღჭურვილ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობას; უახლესი თაობის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ანალიტიკურ აპარატურასთან მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას; კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად); სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ CV და შესაბამისი დოკუმენტაცია მითითებულ ელფოსტის მისამართზე: [email protected] - Tel: 555537521 გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: „ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტი“