TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კლასის მხარდამჭერი მასწავლებელი/ტუტორი

კლასის მხარდამჭერი მასწავლებელი/ტუტორი

მწვანე სკოლა Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

" მწვანე სკოლის " ტყის კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა კლასის ტუტორის პოზიციაზე. თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის გუნდში. მწვანე სკოლა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე. მწვანე სკოლის ტყე-პარკი კი განსაკუთრებული სივრცეა არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი გაკვეთილებისა და აქტივობების დასაგეგმად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული ან განათლების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისური ენის ცოდნა ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: ** მასწავლებლის მხარდაჭერა საგაკვეთილო პროცესში ** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ** საკლასო აქტივობებში მონაწილეობა ** მშობლებთან კომუნიკაცია კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]