კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი-ანალიტიკოსი
Job description
" ტრი მედია ინტელიჯენსი " (ტი-ემ-აი) წარმოადგენს საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის მზომ კომპანიას. "ტი-ემ-აი"-ს მიზანია საქართველოს მედია სივრცისთვის თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო სფეროს გაუმჯობესებას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი-ანალიტიკოსის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი-ანალიტიკოსის ძირითადი პასუხისმგებლობაა კომპანიის კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაში მონაცემების დამუშავება და ანალიზი, კლიენტებისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა, ტრენინგების ჩატარება და კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება. პოზიცია მოიცავს როგორც კლიენტებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას, ისე მონაცემთა ანალიზსა და ანგარიშგებას, რაც ხელს უწყობს კლიენტების ინფორმირებულ გადაწყვეტილებებსა და კომპანიის სერვისების განვითარებას. ამისათვის კანდიდატს უნდა შეეძლოს: ** კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობის წარმართვა და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; ** სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობა; ** მონაცემების დამუშავება, გადამოწმება, კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა; ** სხვადასხვა სახის ანგარიშებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება; ** არსებული რეპორტების ოპტიმიზაცია და სტანდარტიზაცია; ** სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია, სატელევიზიო ტრენდების, მაყურებელთა ქცევისა და აუდიტორიის ცვლილებების ანალიზი, საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა; ** პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ტრენინგებისა და პრეზენტაციების ჩატარება; ** ახალი პროექტებისა და მიმდინარე ცვლილებების ეფექტურობის ანალიზი და პროგნოზირება. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სოციოლოგიის, სტატისტიკის, კვლევის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, ანგარიშგების ან კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით; ** სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა. აუცილებელი უნარები: ** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** პრეზენტაციებისა და ტრენინგების ჩატარების უნარი; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** მონაცემების ინტერპრეტაციისა და დასკვნების ფორმულირების უნარი; ** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი; ** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სიახლეებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი. შერჩევის ეტაპები: I ეტაპი - CV-ების განხილვა და გადარჩევა. II ეტაპი - გასაუბრება. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობაზე, აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიამოვნებთ როგორც ანალიტიკური საქმიანობა, ასევე კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მზად არიან მუდმივად განივითარონ პროფესიული ცოდნა. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი СV შემდეგ მისამართზე: [email protected] და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.