TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

topline Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

კომპანია ტოპლაინი გთავაზობს ვაკანსიას დითეილინგის გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია (ფერმწერთა ქ.) დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი კომპანიის შესახებ: "Topline" არის პრემიუმ სეგმენტის დითეილინგ ცენტრი და ავტოსერვისი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ავტომომსახურებას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების (Front-Office) მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ, ენერგიულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ფუნქცია-მოვალეობები: ** ცენტრში მოსული მომხმარებლების მიღება, მათი საჭიროებების პროფესიონალური იდენტიფიცირება და შესაბამისი პრემიუმ-სერვისების შეთავაზება; ** ავტომობილის დითეილინგისა და კომპანიის სხვა პროდუქტების/მომსახურებების აქტიური გაყიდვები; ** კლიენტთა შეკვეთების სრული ციკლის მართვა, მონაცემთა ბაზების წარმოება და მუდმივი განახლება; ** გაყიდვების მიმდინარე შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის ოპტიმიზაციაში მონაწილეობა; ** მომხმარებელთა უკუკავშირის (Feedback) მართვა, ლოიალობის პროგრამების დანერგვა და მომსახურების უმაღლესი ხარისხის სტანდარტის შენარჩუნება; ** კომპანიის სერვისებისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების ეფექტური პრეზენტაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები: ** გაყიდვების, კლიენტთა მომსახურების ან Front-Office-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური ბიზნეს-კომუნიკაციის უნარები; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამუშაო დონეზე ფლობა; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; ** ავტოსფეროსა და პრემიუმ კლასის ავტომობილების მიმართ მაღალი ინტერესი. პიროვნული მახასიათებლები: ** შედეგზე და მიზნებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი სამუშაო მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი; ** სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის პრინციპების ერთგულება და პუნქტუალურობა. რას გთავაზობთ კომპანია: ** გამომუშავებაზე დაფუძნებული მოქნილი ბონუსური სისტემა 3000₾ გარანტირებული ფიქსით გამომუშავების ზედა ზღვრის გარეშე (საშუალოდ 4500-5000₾) ** კარიერულ ზრდას: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ ბიზნეს-გარემოში; ** სამუშაო გარემოს: მეგობრულ და მაღალმოტივირებულ გუნდს; ** ექსკლუზიურ სამუშაო სივრცეს: საქართველოში საუკეთესო, პრემიუმ კლასის სუპერმანქანების გარემოცვაში მუშაობის შესაძლებლობას. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი: 09:30 - 18:00 სთ. შესვენება: 13:00 - 14:00 სთ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "მარტივი გამოხმაურების" ღილაკის საშუალებით. გაიგე მეტი ჩვენს შესახებ: Website - Topline.ge Instagram - Topline.ge Facebook - Topline