TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კლინიკის მებაღე

კლინიკის მებაღე

Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

შპს " აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა " - რესპუბლიკური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მებაღის პოზიციაზე. ვაკანტური ადგილი: 2 (ორი) ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) დასვენების დღეები: შაბათი და კვირა ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29; ფუნქციები: ** კლინიკის ეზოში არსებული ხეების, ბუჩქების, ყვავილებისა და გაზონების სისტემატური მოვლა (მორწყვა, გაფხვიერება, განოყიერება). ** მცენარეების გასხვლა და ფორმირება მათი დეკორატიული იერსახის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების მიზნით (მაგალითად, ხმელი ტოტების მოცილება). ** სეზონური ყვავილების, დარგვა და შემდგომი მოვლა. ** ბალახის რეგულარული გათიბვა და კიდეების მოწესრიგება. ** სარეველა ბალახებისგან ტერიტორიის სისტემატური გაწმენდა. ** მცენარეების დაავადებებისა და მავნებლების დროული გამოვლენა. ** შესაბამისი პრეპარატებით (შხამქიმიკატებით) დამუშავება უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით. ** მორწყვის სისტემების გამართული მუშაობის ზედამხედველობა. ** მორწყვის გრაფიკის დაცვა მცენარეთა საჭიროებებისა და ამინდის გათვალისწინებით. ** საბაღე ხელსაწყოების (საკრეჭი, სათიბი მანქანა და სხვა) გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათი მოვლა. ** სამუშაო იარაღების უსაფრთხო შენახვა. ** სამუშაო პროცესის შემდეგ სამუშაო ადგილის დასუფთავება (მოჭრილი ტოტებისა და ბალახის გატანა). ** საქმიანობასთან დაკავშირებული ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი საექთნო მიმართულებით. პიროვნული თვისებები: დისციპლინირებული, პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, გუნდური პრინციპით მომუშავე. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 62 03 50. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 30 ივლისი