კლინიკური ხარისხისა და მოვლის სტანდარტების კოორდინატორი
Job description
რეზიდენციული ზრუნვის სახლი "ლელიანი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური ხარისხისა და მოვლის სტანდარტების კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: მცხეთა , რეზიდენციული ზრუნვის სახლი "ლელიანი". სამუშაო საათები: სრული ან ნახევარი განაკვეთი "ლელიანი" არის მაღალი სტანდარტის, სასტუმროს ტიპის 60+ ადამიანებისთვის ზრუნვის დაწესებულება, რომელიც გადამზადებული პროფესიონალებით (ექთნები და მზრუნველები) დაკომპლექტებული გუნდისგან შედგება და ემსახურება მათ, ვისაც საექთნო და ხანგრძლივი მოვლა ან პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება. ჩვენს მომსახურებაში გათვალისწინებულია: რეზიდენციული მომსახურება: გულისხმობს ხანდაზმული ადამიანის ხანგრძლივი ვადით დაბინავებას "ლელიანში". ხანგრძლივი საექთნო მოვლა: განკუთვნილია იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუდმივი მეთვალყურეობა, ექთნების დახმარება ან პოსტოპერაციული მოვლა ესაჭიროებათ. პალიატიური მზრუნველობა: სენით დაავადებულ პირებზე ზრუნვას. ეს არის მიდგომა, რომელიც აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემზღუდველი დაავადებების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს. ამოსუნთქვის" მომსახურება: იძლევა 65 წელს გადაცილებული ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მცირე ხნით დატოვების შესაძლებლობას. ** ყველა მომსახურება მოიცავს ექთნებისა და მზრუნველების 24-საათიან მეთვალყურეობასა და ექიმის დაკვირვებას. ** ვეძებთ გამოცდილ და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს მაცხოვრებლებისთვის გაწეული მოვლის ხარისხის მუდმივ კონტროლს, კლინიკური სტანდარტების დანერგვასა და განვითარებას. ** გეძლევათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ და წვლილი შეიტანოთ საქართველოში მაღალი ხარისხის გერიატრიული მომსახურების განვითარებაში; ძირითადი მოვალეობები: ** მუშაობის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი; ** ინდივიდუალური მოვლის გეგმების შემოწმება, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება; ** კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება და განახლება; ** გაიდლაინებისა და შიდა სტანდარტების შესრულების კონტროლი; ** მაცხოვრებლის ისტორიის, საექთნო ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის რეგულარული აუდიტი და სისრულეში მოყვანა; ** მუდმივი კოორდინაცია უფროსს ექთანთან და ექიმთან; ** მოვლის პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი გამოსწორების ღონისძიებების დაგეგმვა; ** ექთნებისა და მზრუნველების სწავლება, მენტორობა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა; ** ხარისხის ინდიკატორების დანერგვა და მონიტორინგი (მაგ.: ნაწოლების პრევენცია, დაცემების პრევენცია, მედიკამენტების ადმინისტრირების სიზუსტე, ინფექციის კონტროლი, დოკუმენტაციის ხარისხი და სხვა); ** ხარისხის შეფასების ანგარიშების მომზადება; ** კადრების მოზიდვა; ** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა მაცხოვრებელზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან განათლება საექთნო საქმეში (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად); ** გერიატრიის, დემენციის ან პალიატიური ზრუნვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ხარისხის მართვის, კლინიკური აუდიტისა და პროტოკოლების შემუშავების გამოცდილება; ** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების ცოდნა; ** ლიდერული, კომუნიკაციისა და სწავლების უნარები; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ობიექტურობა და სამართლიანობა; ** ორგანიზებულობა; ** ეთიკური სტანდარტების დაცვა; ** გუნდური მუშაობისა და ცვლილებების მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ დეტალური რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] ა.წ 5 აგვისტომდე . საგანში მიუთითეთ: კლინიკური ხარისხისა და მოვლის სტანდარტების მენეჯერი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 900515