TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ნოვა თბილისი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” ( www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „ ქოლ-ცენტრის ოპერატორის “ პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. ფუნქცია-მოვალეობები: სატელეფონო ზარებზე პასუხი; ინფორმაციის მიღება, სწრაფად დამუშავება, მიწოდება მომხმარებლისთვის; სატელეფონო კონსულტაციის გაცემა; შეკვეთების მიღება და გადამისამართება საჭიროებისამებრ; მომხმარებლების ინფორმირება აქციებისა და მომსახურების შესახებ; გამოკითხვაში მონაწილეობა; შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სასურველია; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Internet ); ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება; ინგლისური ენის ცოდნა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Evary7z