ქოლ-ცენტრის ოპერატორი
Job description
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ” დომინო “ აცხადებს ვაკანსიას ქოლ - ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე დიღმის ფილიალში. ძირითადი მოვალეობები: შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება; სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების მართვა; ჰიპერმარკეტ „დომინოს“ ელ. ფოსტაზე შემომავალი წერილების მართვა; მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა, კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში ზარების, წერილებისა და შეტყობინებების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან; საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები: ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების და წერის უნარი; ინგლისური და რუსული ენების როგორც სალაპარაკო დონეზე ცოდნა ასევე გამართული წერითი უნარი; მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პირობები: სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა; ანაზღაურება: 1100 ლარი; ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); კვება; Fitpass; უფასო ტრანსპორტირება; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6895796d