ქოლ-ცენტრის ოპერატორი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა; სამუშაო საათები: 10:00-19:00. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით; მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში; მომხმარებლისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება; შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება პრობლემური შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა; ნებისმიერ პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის; გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიზნით. აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე; საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; სწრაფად აზროვნების უნარი; ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას
" გამოხმაურება ( სხვა ვებგვერდზე )" ღილაკის საშუალებით.