კოლორისტ-გაყიდვების კონსულტანტი
Job description
"Wilckens Georgia " - გერმანული პრემიუმ საღებავების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას კოლორისტ-გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. საღებავების ტონირების (შემრევ) აპარატთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საღებავებისა და მათი გამოყენების სპეციფიკის ზოგადი ცოდნა; ** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება და მომსახურების მაღალი კულტურა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** სწრაფი სწავლებისა და პროფესიული განვითარების სურვილი. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის პროფესიონალური და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის სწორად შერჩევაში დახმარება; ** საღებავების ფერის შერჩევა, ტონირება და შემრევ აპარატზე მომზადება; ** გაყიდვების პროგრამაში რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** სალარო აპარატთან, POS-ტერმინალთან და ნაღდ/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება; ** პროდუქციის მიღებაში, განთავსებასა და მარაგების კონტროლში მონაწილეობა; ** სავაჭრო დარბაზის, ვიტრინებისა და პროდუქციის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა; ** სამუშაო სივრცის, ტონირების აპარატურისა და აღჭურვილობის სისუფთავისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** კომპანიის შიდა რეგლამენტის, მომსახურების სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას 1200 ლარიდან (ფიქსირებულს + KPI) + გაყიდვების ბონუსს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** სამუშაო გრაფიკს — სრული 5/2; სამუშაო ადგილი: ** თბილისი, წერეთლის გამზირი 140 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ); ** თბილისი, გაგარინის აღმართი (ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია). განაცხადის გამოგზავნა: თუ თვლით, რომ აღნიშნული პოზიცია შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და ინტერესებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]