ქოლცენტრის ოპერატორი
Job description
კომპანია " ICITY • აისითი " არის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და სტაბილური მულტიბრენდული ტექნიკის საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ, ავტორიზებულ პროდუქციას ისეთი გლობალური ბრენდებისგან, როგორებიცაა: Apple, Dyson, Sony, Xiaomi, Marshall, JBL, Beats, Honor და სხვა. მაღაზიათა ქსელი "icity" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი - 10:00-19:00 ** სამუშაო დღეები - კვირაში 5 დღე ** კარიერული წინსვლის პერსპექტივა. ** კორპორატიული დაზღვევა. ** მეგობრული გუნდი, მხარდაჭერა და განვითარება. ** ხელფასი: ფიქსირებული. ** სამუშაო ადგილი: საბურთალო. მოვალეობები: ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და პროფესიონალური მომსახურება; ** Facebook, Instagram, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხების ჩატების მართვა; ** ელ. ფოსტით მიღებული მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება; ** მომხმარებლების სრულყოფილი კონსულტაცია, პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია. ** სოციალური ქსელების კომენტარებზე დროული და პროფესიონალური რეაგირება; ** უარყოფითი უკუკავშირის ეფექტურად დამუშავება და ბრენდის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება; ** მომხმარებელთა ჩართულობის (Engagement) გაზრდაზე ზრუნვა; ** შესყიდვის შემდეგ მომხმარებელთან კომუნიკაცია; ** ხშირად დასმული კითხვების მომზადება პროდუქციის შესახებ; ** კომპანიის AI ჩატბოტის (Widgera) ცოდნის ბაზის მართვა; ** ახალი ინფორმაციის დამატება, არსებული კონტენტის განახლება და რედაქტირება; ** მომხმარებელთა კითხვებისა და ქცევის ანალიზის საფუძველზე AI-ის პასუხების გაუმჯობესება; ** კომპანიის შიდა პროცესების, ინსტრუქციებისა და რეგლამენტების სისტემატიზაცია; ** მომხმარებელთა მიმართვებისა და განმეორებითი პრობლემების ანალიზი; ** მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და პროცესების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების წარდგენა. თვისებები: ** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** Apple-ის პროდუქციის ცოდნა. ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** გამართული მეტყველების უნარი. CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითოთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.