TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქოლცენტრის ოპერატორი

ქოლცენტრის ოპერატორი

Legal Experts of Georgia Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

"Legal Experts Of Georgia" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი) სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი (4 საათი), ორშაბათი-პარასკევი 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე ან 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. შრომის ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ბონუსი 10% + ულიმიტო სასაუბრო დრო. გამოსაცდელი ვადა 6 თვე. გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 1200 ლარი ხელზე + 20% ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა. გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია. ძირითადი მოვალეობები: ** გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებლებთან; ** პოტენციური მომხმარებლის გადამისამართება გაყიდვების მენეჯერთან. ძირითადი მოთხოვნები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია); ** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (სავალდებულოა). დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი გრაფიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრება არ გაიმართება დისტანციურად. სავალდებულოა დამსაქმებელთან ინტერვიუ სამუშაო ადგილას. გისურვებთ წარმატებას!