კომერციული დირექტორი
Job description
ჰოლდინგური ტიპის კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ორი კომპანიისთვის: ** შპს "ხარება" - კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში. ** შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა. სამუშაო ადგილი: თბილისი/მცხეთა, სოფ. მისაქციელი; ანაზღაურება: 10, 000 ლარი + ბონუსი (გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი; ** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; ** კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი; ** დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია; ** კომერციულად ტექნიკური საკითხების მოგავრება და განვითარება; ** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესაბაზე მუდმივი ზრუნვა; ** რეპორტებისა და ბაზრის კველევის მიხედვით, კომერციული გადაწყვეტილებების მიღება; ** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვა; ** სადისტრიბუციო არხების გაფართოება. ** ბაზრის კვლევა და ანალიზი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** უმაღლესი განათლება; ** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების დარგში; ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის; ** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook); პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მენეჯერული უნარები ** სწრაფი რეაგირების უნარი ** გადაწყვეტილების მიღების უნარი ** სამუშაოს სწორი დელეგირების უნარი ** დეტალებზე ორიენტირებული ** ყურადღებიანი ** პასუხისმგებლობიანი ** კომუნიკაბელური დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული დირექტორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.