კომერციული დირექტორი
Job description
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: ** საინჟინრო სისტემების პროექტირება. ** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. ** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. "ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას, უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ეფექტიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და შედეგიან შესრულებას; ** მართავს კომერციულ, სატენდერო და დაკონტრაქტების პროცესს პროექტის ინიცირებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** იღებს მონაწილეობას კომერციული სტრატეგიის განსაზღვრაში, ამზადებს და ამტკიცებს კომერციულ წინადადებებს, ბიუჯეტებსა და კონტრაქტებს; ** კოორდინაციას უწევს პროექტების შეფასების, დათვლისა და დაკონტრაქტების პროცესს, განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირებს, სამუშაო გეგმას, ვადებსა და შესრულების ეტაპებს; ** უზრუნველყოფს კონტრაქტების გაფორმების, ცვლილებებისა და განახლების პროცესის მართვას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, შეთანხმებას, არქივირებასა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას; ** ორგანიზებას უწევს შიდა სამუშაო, საკოორდინაციო და დამკვეთთან საკლასიფიკაციო შეხვედრებს, უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს; ** უზრუნველყოფს, რომ ყველა კომერციულ შეთავაზებაში, ბიუჯეტსა და ხელშეკრულებაში სრულად იყოს ასახული დამკვეთის მოთხოვნები, ტექნიკური სპეციფიკაციები, ხარისხის სტანდარტები და ჩაბარების პირობები; ** უზრუნველყოფს პროექტების რეესტრის, კომერციული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების სისტემურ წარმოებას; ** პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში აანალიზებს უარის მიზეზებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს პროცესების გაუმჯობესების მიზნით; ** აფასებს თანამშრომელთა საქმიანობას, პროფესიულ უნარებსა და კომპეტენციებს, განსაზღვრავს განვითარების საჭიროებებს და გეგმავს შესაბამის ტრენინგებს, მენტორინგსა და ქოუჩინგს; ** უზრუნველყოფს დეპარტამენტში არსებული პროცესების, რისკებისა და არაეფექტური მიმართულებების იდენტიფიცირებას, კორექტიული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი შესრულების მონიტორინგს; ** აყალიბებს დეპარტამენტის მოკლე და გრძელვადიან განვითარების სტრატეგიას, ინიციატივებსა და ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებულ სამოქმედო გეგმებს; ** თანამშრომლობს კომპანიის ხელმძღვანელობასთან, სხვა დეპარტამენტებთან, პარტნიორებსა და დამკვეთებთან საერთო ბიზნესმიზნების მისაღწევად; ** ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს დეპარტამენტის საქმიანობის, შესრულებული შედეგების, პროგრესისა და გამოწვევების შესახებ და წარუდგენს მენეჯმენტს; ** უზრუნველყოფს თანამშრომლების მიერ კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, ბრძანებებისა და რეგულაციების ცოდნასა და შესრულებას; ** იცავს კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციას, უზრუნველყოფს კომპანიის ქონებისა და მატერიალური რესურსების დაცვას და პასუხისმგებელია მათ მიზნობრივ გამოყენებაზე; ** იცავს შრომის შინაგანაწესს, ეთიკის ნორმებსა და კომპანიის შიდა რეგულაციებს, ასევე ასრულებს უშუალო ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ კანონიერ დავალებებსა და მითითებებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით; ** კომერციული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** მოლაპარაკებებისა და გუნდის მართვის გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნება, ლიდერული უნარები და შედეგზე ორიენტირებულობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ფორმატი: ორშაბათი- პარასკევი; 10:00-19:00 ან 09:00-18:00; ** ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65; ** მივლინების საჭიროება: თბილისის ობიექტები და საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში ვიზიტი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.