TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კომერციული უძრავი ქონების პარტნიორი

კომერციული უძრავი ქონების პარტნიორი

მეგალაინი Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

" Megaline Shopping Center " ეძებს სტრატეგიულ პარტნიორს კომერციული ფართების გაქირავების მიმართულებით . "Megaline" არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც უკვე მრავალი წელია აერთიანებს სახლის მოწყობის, ავეჯის, სარემონტო მასალების, ინტერიერისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებებს. ამ ეტაპზე ვეძებთ არა შტატურ თანამშრომელს, არამედ გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძლიერი საქმიანი კავშირები და შეუძლია ახალი მოიჯარეების მოზიდვა ჩვენი სავაჭრო ცენტრისთვის. თანამშრომლობის პირობები: ** თავისუფალი გრაფიკი ** ოფისში ყოფნის ვალდებულების გარეშე ** ანაზღაურება მხოლოდ შედეგის მიხედვით ** ყოველი წარმატებით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში — პირველი თვის საიჯარო გადასახადის 100%-ის ოდენობის საკომისიო განსაკუთრებით საინტერესოა თანამშრომლობა პროფესიონალებთან, რომლებსაც აქვთ კონტაქტები შემდეგ სფეროებში: ** ავეჯი ** ინტერიერი და დიზაინი ** სამშენებლო და სარემონტო მასალები ** კერამიკა და სანტექნიკა ** საყოფაცხოვრებო ტექნიკა ** სახლისა და ბაღის მოწყობა თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება, პროფესიული რეპუტაცია და კონტაქტები დაგვეხმარება ძლიერი ბრენდებისა და მოიჯარეების მოზიდვაში, მოხარული ვიქნებით თანამშრომლობის განხილვით. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]