კომპიუტერული ტომოგრაფიის ოპერატორი/რენტგენო-ლაბორანტი
Job description
წამყვანი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ოპერატორი / რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ან ცვლების მიხედვით (შეთანხმებით) ჩვენი პარტნიორი, თბილისში არსებული თანამედროვე სტანდარტების მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა, აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ოპერატორის / რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტების მიღება, მომზადება და სათანადო პოზიციონირება CT კვლევისთვის; ** კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის მართვა და კვლევების ჩატარება დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად; ** კონტრასტული ნივთიერების ინჟექტორის მომზადება და მართვა (საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ან ექთანთან კოორდინაციით); ** რადიაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა; ** მიღებული გამოსახულებების პირველადი დამუშავება და გადაგზავნა რადიოლოგთან; ** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ელექტრონული ბაზების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან საშუალო პროფესიული სამედიცინო განათლება (რადიოლოგიის ასისტენტის, რენტგენო-ლაბორანტის ან მომიჯნავე მიმართულებით); ** კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (CT) მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია მრავალშრიან აპარატებზე მუშაობის გამოცდილება); ** შესაბამისი ლიცენზია ან სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და სამედიცინო ბაზების (HIS/PACS) ელემენტარულ დონეზე ცოდნა; ** პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, ემპათიისა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად); ** კომფორტულ სამუშაო გარემოს და უახლესი თაობის აპარატურას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "CT ოპერატორი".